ეს პირობები ეხება Geo Route-ის საიტზე დაჯავშნილ ყველა ტურს. ჯავშნის გაკეთებით ეთანხმები ქვემოთ ჩამოთვლილ წესებს.
ჯავშანი
- ჯავშნისთვის საკმარისია სახელი, ტელეფონი და email — რეგისტრაცია საჭირო არ არის.
- ყოველ ჯავშანს ჩვენი გუნდი პირადად ამოწმებს. ჯავშანი ძალაშია მას შემდეგ, რაც დადასტურებას email-ზე მიიღებ.
- ფასები ლარშია. აშშ დოლარსა და ევროში ნაჩვენები თანხა საორიენტაციოა, ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით.
გადახდა
- საბანკო გადარიცხვა: სრული თანხა ჯავშნიდან 12 სამუშაო საათში უნდა ჩაირიცხოს. ქვითრის ატვირთვა ჯავშნის გვერდზე სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო. ვადაში გადაუხდელი ჯავშანი უქმდება და ადგილები თავისუფლდება.
- ადგილზე გადახდა: სრულ თანხას იხდი ტურის დღეს, დაწყებამდე.
- ავანსს არ ვითხოვთ — იხდი მხოლოდ სრულ თანხას.
გაუქმება და თანხის დაბრუნება
- ტურამდე 48 საათით ადრე გაუქმებისას გადახდილ თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
- ტურამდე 48-დან 24 საათამდე გაუქმებისას ვაბრუნებთ თანხის 50%-ს.
- ტურამდე 24 საათზე ნაკლები დროით ადრე გაუქმებისას ან ტურზე გამოუცხადებლობისას თანხა არ ბრუნდება.
- თუ ტურს ჩვენ ვაუქმებთ (ცუდი ამინდი, ჯგუფი ვერ შეგროვდა და სხვ.), შემოგთავაზებთ სხვა თარიღს ან თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
- გასაუქმებლად მოგვწერე WhatsApp-ზე ან email-ზე და მიუთითე ჯავშნის კოდი.
ტურის დღეს
- შეკრების ადგილი და დრო ტურის გვერდზე და დადასტურების წერილშია. თუ სასტუმროს მისამართი მიგვითითე, იქ დაგხვდებით.
- ჯგუფი დაგვიანებულს 15 წუთზე მეტ ხანს ვერ დაელოდება.
- ამინდის, გზის ან უსაფრთხოების გამო გიდს შეუძლია მარშრუტის თანმიმდევრობა შეცვალოს.
- შესასვლელი ბილეთები (მაგალითად, მღვიმეებსა და კანიონებში) ფასში შედის მხოლოდ მაშინ, თუ ეს ტურის გვერდზეა მითითებული.